გახარია: ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ფასდაუდებელია

"ჩვენი მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მთავრობის სწრაფი მოქმედება და ჩვენი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო მხარდაჭერა ფასდაუდებელია „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა. 

ის გამოეხმაურა "ვაშინგტონ პოსტის" სტატიას, რომელიც ახალ კორონავირუსთან საქართველოს ბრძოლას ეხება.