გამყრელიძე: ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში და ის უკვე სხვას ასნებოვნებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით,- უკვე არის განგაშის ნიშანი, რადგან რამდენიმე დაინფიცირებულის დაავადების პირველწყარო ვერ ვლინდება და ეს უკვე, დიდი ალბათობით,  შიდა გადაცემის. მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში და ის უკვე სხვას ასნებოვნებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციითვე, მომდევნო 4 კვირის განმავლობაში, დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების.

" გეუბნებით ყველას, დავიცვათ ის წესები, რასაც გვეუბნება სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო. უნდა გავიჭირვოთ ეს ორი თვე. განსაკუთრებით მოხუცებმა, ქრონიკული დაავადების მქონეებმა", - განაცხადა გამყრელიძემ