გამყრელიძემ განმარტა, სად არის სავალდებულო პირბადის გამოყენება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად სად არის სავალდებულო პირბადის გამოყენება.

"მიუხედავად იმისა, რომ გარე სივრცეებში მოიხსნა პირბადის ტარების მანდატორიზმი, აუცილებელია ყველა დახურულ სივრცეებში, გარეთაც გაჩერებებზე პირბადის ტარება, ისევე როგორც ბაზრობებზე და იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. ჯერჯერობით, სანამ, დაახლოებით, 30% მოსახლეობისა არ აიცრება, პირბადე მთავარ იარაღად რჩება პანდემიასთან ბრძოლაში" - თქვა გამყრელიძემ.