გამწვანება, კაფეები, გადმოსახედები - როგორი იქნება განახლებული ანძა - PHOTO

ვფიქრობ, რომ თბილისისთვის სატელევიზიო ანძის კარგად გამოყენება კიდევ ერთ მიზიდულობის ცენტრს შექმნის როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, ანძის ახალ კონცეფციას ესპანური კომპანია "კოკო" შექმნის. 

„როგორც გახსოვთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი თბილისის ტელეანძის რეაბილიტაციაზე. ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი კონცეფციის შექმნაზე, რომელშიც ესტონურმა კომპანია „კოკომ“ გაიმარჯვა. მას ასეთი ტიპის ობიექტებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. გეგმარება უკვე ჩავიბარეთ, საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესო პროექტი გამოდის. დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება გადმოსახედები, კვების ობიექტი. ვფიქრობ, რომ თბილისისთვის სატელევიზიო ანძის კარგად გამოყენება კიდევ ერთ მიზიდულობის ცენტრს შექმნის როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის," - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვა ცხადდება. 

კალაძის წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელება 10-15 მილიონი ლარი დაჯდება.