განათლების მინისტრი ესტონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესტონეთის ელჩს შეხვდა. რინა კლიურანდთან მან სამომავლო თანამშრომლობის გზები განიხილა. 

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.

მიხეილ ჩხენკელმა ელჩს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის.

თავის მხრივ, ელჩმა  საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.