განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადებულია - ამის შესახებ report.ge-ს განათლების სამინისტროდან აცნობეს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალურად შეიმუშავა გადამზადების სწრაფი ტრენინგ-კურსი COVID-19 ჰიბრიდული ფორმით -როგორც ონლაინ, ასევე არადისტანციურად.

გადამზადების პროგრამის მთავარ მიზანს სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზის შექმნა წარმოადგენს. გადამზადებულ სტუდენტებს კოვიდ-სიტუაციის მართვის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, მედპერსონალის დახმარების მზაობა აქვთ.

სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტთა გადამზადების პროგრამა სისტემურად გაგრძელდება.