განათლების სამინისტროსთან აქცია გაიმართა

"არასდროს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში", "რუსული პროპაგანდა ქართულ ისტორიაში", "ბელადი ბიძინას დიდება" - ამ და სხვა შინაარსის ბანერების თანხლებით განათლების სამინისტროსთან საპროტეტო აქცია გაიმართა. 

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილსა და ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებულ ეპიზოდებს აპროტესტებენ. 

იწინი მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოდან ბიძინა ივანიშვილიის შესახებ შეტანილი პარაგრაფის ამოღებას ითხოვენ.

"ბიძინა ივანიშვილმა როგორც ჩანს, დაიწყო კიდევ უფრო შორეულ მომავალზე ფიქრი და ახალი თაობისთვის ტვინის გამორეცხვას ცდილობს. ყველაზე დაცულ სივრცეში, სადაც თაობამ რეალური ფაქტები უნდა იცოდეს... ალბათ მალე ისე ვიზამთ, რომ ჩვენს შვილებს საზეპიროდ ექნებათ ბიძინას ბიოგრაფია სასწავლი",- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. 

ცნობისთვის, 5 დეკემბერს "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საკუთარი ფეისბუქგვერდით გაავრცელა ფოტო ერთ-ერთი სასკოლო სახელმძღვანელოდან, რომელშიც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ადიდებენ.

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი მეცენატადაა მოხსენიებული