საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
„მართლაც დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენს ეპოქაში გურამ დოჩანაშვილის სახით გვყავს კლასიკოსი მწერალი – თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედი. სიკეთითა და ჰუმანიზმით აღსავსე მისი შემოქმედებით თაობები აღიზარდა და ახალგაზრდებს მომავალშიც ასწავლის კაცთმოყვარეობასა და სამშობლოს სიყვარულს. მართლაც რომ, „სამშობლო მხოლოდ მინდორ-ველი და მთები არაა, სამშობლო ადამიანებიცაა“. ვულოცავ ბატონ გურამ 82 წლის იუბილეს, დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვუსურვებ!“, - წერს განათლების მინისტრი.
დღეს თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. მას 82 წელი შეუსრულდა.