გარდაბანში, აფეთქების შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა

გარდაბანში, აფეთქების შედეგად ერთი მოზარდი გარდაიცვალა ერთი კი მძიმედ დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 11 და 15 წლის მოზარდები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ პუნქტში იყვნენ, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა აფეთქების მიზეზი. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.