გარდაბანში დაკარგული ქალი იპოვეს

გარდაბანში გაუჩინარებული 23 წლის ქალი იპოვეს. ამის შესახებ Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გარდაბანში 23 წლის ქალი გაუჩინარდა.