გარდაცვალების მაჩვენებელი 1% გვაქვს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალია - ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა პანდემიას, გაზრდილი საწოლფონდით, მკურნალობის გაუმჯობესებული ხარისხით, მასშტაბური ტესტირებითა და სრულად მობილიზებული მედ-პერსონალით ებრძვის. 

"მიუხედავად მკურნალობის წარმატებისა, სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ლეტალობის შემთხვევები. 20 დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში დადასტურებული 209 000- მდე შემთხვევიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ თითოეული შემთხვევა სახელმწიფოსთვის და მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა უდიდესი დანაკარგია,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.