გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის შესახებ აფრთხილებს

"7 მარტს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი", - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

მათი თქმით, მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. 

7 მარტს დასავლეთ, ხოლო 8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.