გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებეილა სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.