გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლოებას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივლისიდან, საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა, შესაძლებელია მდინარეების ადიდება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს.

"21-22 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს," - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.