გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - ამინდი 3 აგვისტომდე

30 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

"3 აგვისტომდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება", - წერს სააგენტო.