გასული დღის განმავლობაში საქართველოში 4 209 ადამიანი აიცრა

საქართველოში 24 ოქტომბრის მონაცემებით Covid19-ზე 1 948 787 ადამიანი აიცრა. 

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 024 099 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36%-ია.

სრულად ვაქცინირებულია 923 970 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.4%-ს შეადგენს. 

გასული დღის განმავლობაში 4 209 ადამიანი აიცრა.