თბილისის ზღვაზე მოკლული ახალგაზრდა ემზარ კვიციანის ოჯახის ახლობელია. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ძმისშვილი მოკლული ნოდარ ცხადაძის ოჯახის ნათლია იყო.
ემზარ კვიციანის თქმით, დაკარგულია მისი ძმისშვილი, ბექა კვიციანიც.
როგორც report.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს, 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარს ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება და უტარდება ექსპერტიზა. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.