გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

პოლიტიკოს გედევან ფოფხაძეს კოვიდ19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" პრესსამსახური ავრცელებს.

გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა. ამასთან, ტესტის პასუხს ელოდება მისი თანაპარტიელი, ზვიად კვაჭანტირაძეც, პარტიის სხვა ლიდერები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

"ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" პარტიის პოლიტიკურ მდივანს ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს ინფიცირება რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა.