გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორი გიორგი ჩალაძე დააკავეს

გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩალაძე პოლიციამ დააკავა. უცნობია, რა გახდა მისი დაკავების მიზეზი. თავად ჩალაძე ამბობს, რომ პოლიცია მის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა, რა დროსაც ხელი დაიზიანა. 

ის პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი სასამართლოში გადაიყვანეს. პროცესი დღესვე გაიმართება. 

გიორგი ჩალაძე რამდენიმე დღის განმავლობაში კიევში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან  მართავდა შეხვედრებს.