გერმანიაში არჩევნები დასრულდა - ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

გერმანიის პარლამენტის ბუნდესტაგის არჩევნებში ეგზიტპოლის თანახმად სოციალ-დემოკრატიული პარტია მცირე უპირატესობით 25%-ით ლიდერობს. მას ქრისტიან დემოკრატიული პარტია 24.5%-ით მოსდევს. სხვა პარტიებზე კი ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

მწვანეთა პარტია – 13.8% 

თავისუფალი დემოკრატიული პარტია – 11.7% 

ალტერნატივა გერმანიისთვის – 10.9% 

მემარცხენე პარტია – 5% 

სხვა პარტიები – 8.6% 

ამ არჩევნების შედეგად გადაწყდება ვინ გახდება გერმანიის შემდეგი კანცლერი და როგორ დაკომპლექტდება მთავრობა. ფაქტია, რომ ქვეყანას კოალიციური ხელისუფლება ეყოლება. წინასწარი მონაცემებით უმრავლესობის შესაქმნელად მინიმუმ სამი პარტიის კოალიცია გახდება საჭირო.