გერმანიიდან და შვედეთიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე გამოაძევეს

გერმანიიდან და შვედეთიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქის დეპორტაცია მოხდა.

საქართველოს მოქალაქეები გერმანიასა და შვედეთში არალეგალურად ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. მათი დეპორტაცია სპეციალური რეისით განხორციელდა. 

როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრონტექსის" წარმომადგენელი ამბობს, 2021 წელს ეს საქართველოს მოქალაქეების 30-ე დეპორტაციაა.

"გერმანიიდან და შვედეთიდან განხორციელდა დეპორტაცია. საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზად ისინი ასახელებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ჯანმრთელობის მდგომარეობას", - განაცხადა ირმა ცირამუამ.