გერმანიის საელჩო საქართველოში ქრისტიანებს აღდგომას ულოცავს

გერმანიის საელჩომ საქართველოში ქრისტიანებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. 

"გერმანიის საელჩო გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას, ვინც მას დღეს ზეიმობს!

საქართველოში აღდგომას ტრადიციულად წითელი კვერცხებით და პასკით ხვდებიან. გერმანიაში, სადაც აღდგომა ერთი თვის წინ იზეიმეს, განსაკუთრებით უყვართ ნამცხვარი "სააღდგომო გვირგვინი" (Osterkranz).

თქვენ რა გამოაცხეთ დღევანდელი სადღესასწაულო სუფრისთვის?", - ნათქვამია საელჩოს მილოცვაში.