გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია საავადმყოფოშია მოთავსებული. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გულის შეტევა დაემართა. წულაია კლინიკა „ლჯ“-ში გამთენიისას შეიყვანეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ამ დრომდე მედიკოსებს მისი ჯანმრთელობის მდგომარებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.