გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი მოსალოდნელია ცალკეულ რაიონში, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

27 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს და +15 გრადუსამდე დათბება.

სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღის საათებში კი +8, +10 გრადუსია მოსალოდნელი.