ღარიბაშვილმა, თალაკვაძემ, კალაძემ და კობახიძემ პატრიარქსა და მის თანამოსაყდრეს აღდგომა მიულოცეს

ირაკლი ღარიბაშვილმა, არჩილ თალაკვაძემ, კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორესა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს. 

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა. 

"ქრისტე აღდგა! მივულოცეთ ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს და თანამოსაყდრე შიოს! ღმერთმა დალოცოს საქართველო!", - ნათქვამია არჩილ თალაკვაძის Facebook პოსტში.