ღმერთო დაგვიფარე - სტიქია ონის მუნიციპალიტეტში - VIDEO

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში მდინარე "ლათქიშორა" ადიდდა.

ადიდებული მდინარის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

წვიმის შედეგად ადიდებულმა "ლათქიშორამ" სოფელ ღებთან მისასვლელი გზის ნაწილი დატბორა.

არსებული ინფორმაციით, სახლები არ დატბორილა და ამ დროის მონაცემებით, მოსახლეობა არ დაზარალებულა.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, "ღებიდან" ზარალის, ან დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინება არ შესულა.