სამეგრელოში უკანონოდ მოჭრილი წიფლის მორები აღმოაჩინეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საამქროს ტერიტორიაზე 45 ერთეული დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის მრგვალი მორი იყო განთავსებული.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სახერხი დანადგარი დალუქეს.

ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნა.