რუსთავში, მიკროავტობუსი მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მძღოლი ადგილიდან მიიმალა 

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში- მიკროავტობუსი მსუბუქ მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია მსუბუქი ავტომანქანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.