გიგი უგულავა შსს-ში მივა და სამართალდამცველებს ჩაბარდება

გიგი უგულავა სამართალდამცველებს "ევროპული საქართველოს" ოფისში აღარ დაელოდება და შსს-ში თავად მივა. როგორც უგულავამ განაცხადა, ის თავად ჩაბარდება სამართალდამცველებს,  რომ ის ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანონ. გიგი უგულავა პარტიის ოფისში თანაგუნდელებს და შვილს დაემშვიდობა. 

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

დედაქალაქის ყოფილ მერს ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.