გიორგი ბაჩალიაშვილი: არც მამის სიყვარული მოგვკლებია და არც დედის

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ძმა განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მზად არის გასცეს პასუხი იმ ადამიანებს, რომლებიც მისი ოჯახის ღირსების შელახვით არიან დაკავებულები. 

"მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, თუ - არა ადამიანს, ვინც დაკავებულია ჩემი, მამაჩემის და დედაჩემის ღირსების შელახვით, ჩემი ოჯახის ღირსების შელახვით. მინდა ამ ადამიანებს მივმართო. 21 წელი ვიზრდებოდი ჩემს დასთან ერთად და არც მამაჩემის ყურადღება და სიყვარული მოგვკლებია და არც დედაჩემის. ვინც დაკავებულია კლავიატურის კაკუნით, მობრძანდეს ჩემ სახლთან და გავცემ პასუხს," - ამბობს გიორგი ბაჩალიაშვილი.