გიორგი კაკაურიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, კაკაურიძე მკურნალობის კურსს სახლში გადის. 

ცნობისთვის, ტესტირების შედეგად, COVID-19 დაუდასტურდა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანსაც.