გიორგი გაბუნია სუს-ში დაიბარეს

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ის უწყებაში 18 ივნისს, დილის 10:00 საათზეა დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით ჩეჩნეთის ლიდერის დაკვეთით იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია. პირი კი რომელსაც გაბუნიას ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა გვარამიას თქმით სუს-მა ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავა.