გიორგი გახარია "მუყაოს ქალაქის“ მაცხოვრებლებს ბინებს დაჰპირდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში ე.წ. „მუყაოს ქალაქში“ მოსახლეობას შეხვდა. ის ადგილობრივების მძიმე საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და განაცხადა, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ფინანსური რესურსი, რომლის საშუალებითაც „მუყაოს ქალაქის“ მაცხოვრებლებს, პირველ ეტაპზე, 580 ბინა აუშენდებათ.

„უკვე გამოცხადებულია ტენდერი, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ კი დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, რომელიც 18 თვეში დასრულდება. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი და სათამაშო მოედნები“, - განაცხადა გახარიამ.