გიორგი გახარია: უნდა ვხედავდეთ პროგრესს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მილოცვას აქვეყნებს.

ის აღნიშნავს, რომ მთავარი მიზანი არა თარიღის სიმბოლური აღნიშვნა, არამედ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით პროგრესის მიღწევა უნდა იყოს. 

“ჩვენი ამოცანა არ არის ამ დღის სიმბოლურად აღნიშვნა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ყოველდღიურად ვხედავდეთ პროგრესს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით”, - აღნიშნავს გიორგი გახარია. 

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. თარიღი 1909 წლიდან აღინიშნება.