გიორგობის დღესასწაულზე ტაძრებთან მანქანით გადაადგილება აიკრძალება

შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. 

გუბერნატორის განამრტებთ, იმ ტაძრებთან, სადაც დღესასწაულზე მრევლი ტრადიციულად მასობრივად იკრიბება, მანქანებით გადაადგილება აიკრძალება.

ასევე, მრევლის ნაკადი მკაცრად გაკონტროლდება სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით.