გლდანის რაიონში 2 სკვერი მოეწყო

გლდანში 2 სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. 

სამუშაოების შედეგად სკვერებში მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები, მოსასვენებელი პავილიონები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინვენტარები. ტერიტორიებზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. 

სკვერების მოსაწყობად, გამგეობის ბიუჯეტიდან გამოიყო 156 925 და 240 277 ლარი.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მოსახლეობასთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო.