გლდანში 10 წლის გოგონას ეძებენ

თბილისში, 10 წლის გოგონას ეძებენ. როგორც დაკარგული ბავშვის ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში წერენ, ბავშვი 8 იანვარს, დაახლოებით 5 საათზე გლდანის ტერიტორიიდან გაუჩინარდა. 10 წლის ნინო ვოილენკო 167-ე სკოლის მოსწავლეა. 

"თუ ვინმე ფლობთ რაიმე ინფორმაციას, გთხოვთ დაუკავშირდით მითითებულ ნომერზე ნინოს ოჯახის წევრებს 555203377, 577952503,"-წერენ სოციალურ ქსელში. 

ბავშვის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიციაც.