გლდანში 6 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა

თბილისში, გლდანში, ლიფტის შახტაში ექვსი წლის ბავშვი ჩავარდა. დაშავებული მცირეწლოვანი თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ „პრივატ კლინიკაშია“ გადაყვანილი.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით ითვალისწინებს.