გლდანში დაჭრილ მოზარდს კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება

გლდანში, გამვლელის მიერ დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. დაზარალებულს კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება.

არასრულწლოვანი მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარედ გამვლელმა კაცმა დაჭრა. გამვლელი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დააკავეს.