გლდანში, მეორე კლასელ მოსწავლეს მანქანა დაეჯახა

გლდანში, მეორე კლასელ ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა 39-ე სკოლასთან მოხდა. არასრულწლოვანს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.