გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, 23-ე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, ცეცხლი სადარბაზოში გაჩნდა. ადგილზე ოთხი ეკიპაჟი მუშაობდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.