"გლოვოს" კურიერი 80 წლის კაცს დაეჯახა - ინფორმაცია ახლდება

ავტოსაგზაო შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე-კომპანია „გლოვოს“ კურიერი მოპედით ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა.

დაშავებული 80 წლის მამაკაცია.

ადგილზე ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ექიმები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

report.ge მომხდარის დეტალებს შსს-სთან არკვევს.