გომისმთაზე ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ბოლოს ის კურორტ გომისმთაზე ნახეს.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება დღეს, გამთენიისას მიიღეს და საძიებო სამუშაოები დაიწყო.

უწყების ცნობით, დაკარგულს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გურიის სამმართველოს ჯგუფი ეძებს და მათ იმერეთის ჯგუფი დრონებით ეხმარება. 

ახალგაზრდის საძიებო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.