გომბორის ქედზე ხანძარია

გომბორის ხედზე ხანძარია. როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს და ბუჩქნარს უკიდია. ადგილზე სამი სახანძრო მანქანა და 35 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. უწყების ინფორმაციით ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცეცხლის ღია კერების ქრობის სამუშაოები და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.