გომბორის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

 ვაზიანი- გომბორი -თელავის უღელტეხილზე, გომბორის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.