გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

ამ ეტაპზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.