გომი-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ Report.ge-ს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი თქმით, ჩატარებულია გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.