გორი-მეჯვრისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

გორი-მეჯვრისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაზის მილს დაეჯახა. შედეგად, ავტომობილი ამობრუნდა. მასში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. 

ავტოავარიის დროს დაზიანდა გაზის მილი. რამდენიმე სოფელს ამ დროისთვის ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.