გორი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა

გორი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის დროს ერთ ადამიანი დაიღუპა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ჯგუფს ქალი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.