გორის ქუჩაზე ავარიული სახლების გამაგრება მიმდინარეობს

გორის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ავარიული შენობის საძირკევლი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდება.

დედაქალაქის მერიის განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აივნებს და შეიცვლება დაზიანებული კარ-ფანჯარა.

პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 239 988 ლარია გამოყოფილი.